სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში დასრულდა შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში დასრულდა შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსმა ლევან ცხვედიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, პირველმა მოადგილემ-მამუკა ხიმშიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რეზო ხეცურიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა,
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 65 770 ლარი.
პროექტი ითვალიწინებს საავტომობილო გზაზე არმირებული ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობას.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

სიახლეები