სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ლეჩხუმში, ჩქუმის ჩანჩქერის მიმდებარედ მთის დღეები ტარდება

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ლეჩხუმში, ჩქუმის ჩანჩქერის მიმდებარედ მთის დღეები ტარდება.
აფესტივალო ტერიტორიაზე მისული სტუმრები სხვადასხვა აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას, მოეწყობა ადგილობრივი რეწვის ოსტატების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, გაიმართება საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი თამაშები და შეჯიბრებები, მოხდება ადგილობრივი მზარეულების მიერ ტრადიციული კერძების მომზადება, დეგუსტაცია, მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მთელი დღის განმავლობაში შეფები მოამზადებენ სხვადასხვა კერძებს და ჩაატარებენ მასტერკლასებს. გაიმართება ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2024“,დღე ბენდი ‘’NEW ONE’’-ის კონცერტით დასრულდება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ,,მთის დღეები“ რეგიონში წელს მესამედ იმართება.
პროგრამა:
14:00-17:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
14:00-16:00 ანიმატორები, სხვადასხვა შემეცნებითი და სპორტული აქტივობა;
14:00-20:00 ადგილობრივი მზარეულების მიერ ტრადიციული კერძების მომზადება, დეგუსტაცია;
15:00-19:00 DJ HORG
16:00-18:00 სპორტული თამაშები ახალგაზრდებისათვის;
16:00-18:00 ცხენებით გასეირნება;
19:00 დაჯილდოების ცერემონია ‘’მთის დღეები 2024’’
20:00-21:30 ბენდი ‘’NEW ONE’’
21:30-22:00 კოცონთან სიმღერა- ‘’ტრიო აპრილია’’

სიახლეები