სიახლეები

ა/აიპ "ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის" ცენტრსა და საზოგადოება "საქართველოს ქალთა საბჭოს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 20 ივნისს ა/აიპ "ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის" ცენტრსა(ხელმძღვანელი მარინე სვანიძე) და საზოგადოება "საქართველოს ქალთა საბჭოს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა,რომელსაც ამ ორგანიზაციის წევრები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ამავე შეხვედრაზე ორგანიზაცია ქალთა საბჭოს მიერ საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ მუნიციპალიტეტის სახელოვანი ქალებატონები- რუსუდან ყურაშვილი და ნარგიზა ალავიძე-მუსიკის სფეროში გაწეული ღვაწლისთვის, მირანდა სილაგაძე-სამედიცინო სფეროში წარმატებული მოღვაწეობისათვის,ნატო სილაგაძე-კულტურის სფეროს ამაგდარი.
მუნიციპალიტეტის ღირსეულ ქალბატონებს სიგელები გადასცა ქალთა საბჭოს წარმომადგენელმა ცაგერში გულნაზ გოლეთიანმა.

სიახლეები