სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ლეჩხუმში, ჩქუმის ჩანჩქერის მიმდებარედ მთის დღეები ტარდება

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ლეჩხუმში, ჩქუმის ჩანჩქერის მიმდებარედ მთის დღეები ტარდება.
საფესტივალო ტერიტორიაზე მისული სტუმრები სხვადასხვა აქტივობებში იღებენ მონაწილეობას, მოეწყო ადგილობრივი რეწვის ოსტატების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, იმართება საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი თამაშები და შეჯიბრებები, მიმდინარეობს ადგილობრივი მზარეულების მიერ ტრადიციული კერძების მომზადება, დეგუსტაცია, მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მთელი დღის განმავლობაში შეფები მოამზადებენ სხვადასხვა კერძებს და ჩაატარებენ მასტერკლასებს.
ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე- სოლომონ პავლიაშვილი, რწმუნებულის მოადგილეები- ქრისტინა კობახიძე, ალუდა თუთისანი, ბერდია ჩანქსელიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი- ლევან ზალკალიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებიან.
დღის ბოლოს გაიმართება ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2024“. დღე ბენდი ‘’NEW ONE’’-ის კონცერტით დასრულდება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ,,მთის დღეები“ წელს მესამედ იმართება.

სიახლეები