სიახლეები
ქალაქ ცაგერში დასრულდა ძველი სასაფლაოს შემოღობვის სამუშაოები
ქალაქ ცაგერში დასრულდა ძველი სასაფლაოს შემოღობვის სამუშაოები.
სასაფლაოს ირგვლივ, მათ შორის, რუსთაველის და ჩიქოვანის ქუჩების მოსაზღვრედ, მოეწყო ქვის ღობე, რომელზედაც განთავსდა თუნუქის და ლითონის კონსტრუქცია.
დასრულებული სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, სახელწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსმა ლევან ცხვედიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, პირველმა მოადგილემ- მამუკა ხიმშიაშვილმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა მოინახულეს.
აღნიშნული პროექტის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდებარე ქუჩების მოსახლეობისთვის.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება144 618 ლარია.


