სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, ტურიზმისა და სატყეო სააგენტოს მხრიდან განსახორციელებელი აქტივობების და სხვა რიგი პრიორიტეტული საკითხების განხილვას დაეთმო- დღევანდელი სხდომა
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით, ამბროლაურის, ონის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, იმსჯელეს მოსახლეობის საშეშე მერქნით დროული უზრუნველყოფის საკითხზე, ასევე განიხილეს ტურიზმის დარგის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის უახლოეს მომავალში გასატარებელი ღონისძიებები.
‘’ტურიზმი ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორს წარმოადგენს, რომელსაც აქვს პოტენციალი განავითაროს რეგიონში სამეწარმეო საქმიანობა და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს არსებული სოციალური ვითარება, კოორდინირებული და აქტიური მუშაობით სფეროში არსებული გამოწვევები დაძლევადია’’- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ.
შეხვედრაზე მხარის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებიც განიხილეს. იმსჯელეს, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებზე. მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა- გუბერნატორისაგან კონკრეტული დავალებები მიიღეს.
მსგავსი სახის- სამუშაო შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება, რაც უზრუნველყოფს რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული თანამშრომლობით, რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხების დროულ გადაწყეტას.
მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები -ქრისტინა კობახიძე, ბერდია ჩანქსელიანი ,ალუდა თუთისანი, რწმუნებულის აპარატის უფროსი- მარიკა დვალი ესწრებოდნენ.

სიახლეები