სიახლეები

სოფელ ორბელში შიდა სასოფლო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ორბელში შიდა სასოფლო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
,,ლაშითავის უბანში" მიმდინარეობს რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 320 678 ლარი.
სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება.

სიახლეები