სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა შედგა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა შედგა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ალუდა თუთისანთან და მერის პირველ მოადგილესთან, მამუკა ხიმშიაშვილთან ერთად, კონტრაქტორი კომპანიის შ.პ.ს. ,,ჯეოექსპერტის" წარმომადგენლებს (ტექნიკური ზედამხედველობა) შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის და იმ კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ.
კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა ინფორმაცია წარმოადგინეს მათ მიერ შესრულებულ და შესასრულებელ სამუშაოებზე, დეტალურად განიხილეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არსებული მდგომარეობა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს პროექტების განხორციელების ვადების და ხარისხის მონიტორინგზე, აგრეთვე, გამოთქვეს შენიშვნები და მითითებები რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით.