სიახლეები
23 ივლისს ცაგერის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა დავით კოპალიანის წიგნის ,,ლეჩხუმი ტურისტული გზამკვლევი" პრეზენტაცია
23 ივლისს ცაგერის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა ამავე მუზეუმის უხუცესი თანამშრომლის, არქეოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის , დამსახურებული პედაგოგისა და მწერალთა კავშირის წევრის, მეცნიერ დავით კოპალიანის წიგნის ,,ლეჩხუმი ტურისტული გზამკვლევი" პრეზენტაცია.
წიგნი მნიშვნელოვან მეგზურს წარმოადგენს ამ კუთხით დაინტერესებული ყველა პირისთვის, ასევე, მოგზაურებისთვის.
პრეზენტაციაზე მყოფ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ცაგერის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ნატო ზაქარიაძემ და მცირე ექსკურსი გაუკეთა ტურისტულ გზამკვლევს, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით გამოვიდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.
,,ლეჩხუმი ტურისტული გზამკვლევი" საჩუქრად გადაეცემა ლეჩხუმის სკოლებს, ბიბლიოთეკას, სხვადასხვა ორგანიზაციებსა და სამსახურებს.