სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2024 წლის 30 ივლისს საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე ზაზა ყურაშვილი.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - სოფ. წიფერჩში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის (ს.კ. 89.09.22.247) პირდაპირი განკარგვის წესით - სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზუფრუქტი) სსიპ ,,ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლისთვის‘‘ (ს/ნ 242576066) გადაცემაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (სპეციალიზებული მანქანები) ა(ა)იპ ,,კომუნალურ მომსახურებისთვის‘‘ ს/ნ 442569551 საკუთრებაში გადაცემის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.