სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სათავე ნაგებობის ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობის სამუშაოების სკრინინგის ანგარიშის შესახებ

სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ წარდგენილია ცაგერის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სათავე ნაგებობის ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობის სამუშაოების სკრინინგის ანგარიშის განცხადება.
სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე- ei.gov.ge გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.

სიახლეები