სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ჩქუმ-ქულბაქის ცენტრალური გზის და სოფელ ჩქუმში სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ჩქუმ-ქულბაქის ცენტრალური გზის და სოფელ ჩქუმში სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
გზაზე მოეწყო სანიაღვრე არხები, ცხაურები, ამჟამად მიმდინარეობს ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება.პროექტი ითავლისწინებს აგრეთვე ეზოებთან მისასვლელების მოწყობას.
მიმდინარე სამუშოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, პირველმა მოადგილემ- მამუკა ხიმშიაშვილმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
პროექტის სახელშეკრებულო ღირებულებაა 355 000 ლარი.სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
პროექტი ,,მთის განვითარების ფონდის" დაფინანსებით ხორციელდება.

სიახლეები