სიახლეები

24-29 ივლისს ცაგერის სტადიონზე გაიმართა მოყვარულთა ლიგის მუნიციპალური შეჯიბრება ფეხბურთში

24-29 ივლისს ცაგერის სტადიონზე გაიმართა მოყვარულთა ლიგის მუნიციპალური შეჯიბრება ფეხბურთში.
ღონისძიება ჩატარდა საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოსიაციის კოორდინირებით, განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის, ა(ა) იპ საფეხბურთო კლუბ ,, ხვამლის’’ ორგანიზებით, მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით.
შეჯიბრებაში ჩართული იყო ქ. ცაგერის და მუნიციპალიტეტის სოფლების 6 გუნდი.
ფინალურ შეხვედრაში, დღეს, ერთმანეთს შეხვდნენ ორბელის ,,ლაშიჭალა’’ და ცაგერის ,,ხვამლი’’.
ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა ორბელის ,,ლაშიჭალამ" და გახდა 2024 წლის მუნიციპალური ჩემპიონი.
გუნდები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის სიგელებით და ფულადი პრიზებით.
ტურნირის მაჩტებს ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკანიანი, მოადგილეები- მამუკა ხიმშიაშვილი, რევაზ ახვლედიანი. საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები რევაზ ხეცურიანი და გიორგი გუგავა, მერიის განათლების, კულტურის,სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.

სიახლეები