სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით, ამბროლაურის, ონის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო თათბირის დასაწყისში სახელმწიფო რწმუნებულმა ხაზი გაუსვა რაჭისთვის უმნიშვნელოვანეს სიახლეს, რომელიც მრავალძალსა და სხარტალში ახალი, მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარდებას ეხება და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისათვის.
განიხილეს უახლოეს პერიოდში შოვში, ტრაგედიის ადგილზე დაგეგმილი- 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრისა და მემორიალის მშენებლობასთან დაკავშირებით ყველა საჭირო პროცედურები.
სამუშაო შეხვედრა მხარეში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების განიხილვით გაგრძელდა. იმსჯელეს, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებზე. მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა- გუბერნატორისაგან კონკრეტული დავალებები მიიღეს.
მერებთან და საკერებულოს თავმჯდომარეებთან ერთად სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - ბერდია ჩანქსელიანი ,ალუდა თუთისანი, რწმუნებულის აპარატის უფროსი- მარიკა დვალი, რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსი- ლევან ცხვედიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი- ზურაბ ცაგურიშვილი ესწრებოდნენ.

სიახლეები