სიახლეები

2 აგვისტოს ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, გუბერნატორის მოადგილესთან ლევან ქვათაძესთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად.

✅ 2 აგვისტოს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, გუბერნატორის მოადგილესთან ლევან ქვათაძესთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

✅ გუბერნატორი ქ.ცაგერში უმწეოთა სასადილოს სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
პროექტის სახელშეკრულებო თანხაა -
140 035ლარი.
დაწყება-დასრულების ვადებია: 12/04/2018-20/08/2018წ

✅ სახელმწიფო რწმუნებულმა ქ.ცაგერში მიმდინარე N2 ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის სახელშეკრულებო თანხაა- 
354 217ლარი.
დაწყება-დასრულების ვადებია: 28/03/2018-31/08/2018წ

✅ ხელმძღვანელებმა ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ტურისტულად მიმზიდველი ადგილების კეთილმოწყობის სამუშაოებიც დაათვალიერეს.
პროექტის სახელშეკრულებო თანხაა 
615 454ლარი.
დაწყება-დასრიულების ვადებია: 13/04/2018-01/10/2018წ.

☑ არჩილ ჯაფარიძემ პროექტების მონიტორინგის დროს ყურადღება შესრულების ხარისხზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ შემსრულებლების მხრიდან მაქსიმალურად უნდა მოხდეს სამუშაოების შესრულების ხარისხისა და ვადების დაცვის კონტროლი.

სიახლეები