სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულმა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ.აღვში კემპინგ ზონა დაათვალიერა.

20 ივნისს, სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ.აღვში კემპინგ ზონა დაათვალიერა.
საოჯახო ბიზნესს ქალბატონი მზია ჩიქოვანი მეუღლესთან ერთად უძღვება. 
ისინი ქმნიან ეკობანაკის ახალ კულტურას და ზრუნავენ რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის.
მათ დაფინანსება 17 200ლარის ოდენობით პროექტ"აწარმოე საქართველოს" ფარგლებში მიიღეს და მზის სადგურისა და მზის წყლის გამაცხელებლის შეძენა შეძლეს.
ამჟამად, "კემპინგ აღვს" ერთდროულად 50 ვიზიტორის მიღება შეუძლია.

სიახლეები