სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის ღვირიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდა მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვა/აზომვა
მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, განხორციელდა ცაგერის მუნიციპალიტეტის ღვირიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვა/აზომვა, მომზადდა საკადასტრო რუკები, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა და მოსარგებლეთა მონაცემების მითითებით. ზემოაღნიშნული მონაცემები, საჯაროდ გამოცხადდა საჯარო რეესტრის 2024 წლის 09 აგვისტოს N 177543 გადაწყვეტილებით


