სიახლეები
კიდევ ერთი წელიწადი გავიდა აგვისტოს ომიდან
კიდევ ერთი წელიწადი გავიდა აგვისტოს ომიდან.
დღეს, ტრადიციულად, პატივი მიეგო ლეჩხუმელი გმირის, აგვისტოს ომში, რუსეთის ოკუპაციისგან სამშობლოს დასაცავად თავგანწირული ზურაბ ეფაძის ხსოვნას.
გმირის საფლავი სოფელ ჩხუტელში გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილეებმა-მამუკა ხიმშიაშვილმა, რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მოადგილეებმა-მარიკა კოპალიანმა, გიორგი გუგავამ, ვეტერანთა სამსახურის წარმომადგენელმა მირიან მურცხვალაძემ, სამხედრო სამსახურის წარმომადგენლებმა, ზურაბ ეფაძის მეგობრებმა, ლეჩხუმის საზოგადოებამ, ახალგაზრდებმა.
ცაგერის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დაშვებულია სახელმწიფო დროშები.


