სიახლეები

ცაგერის მთავარ ბიბლიოთეკაში აგვისტოს ომის გმირის-ზურაბ ეფაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ცაგერის მთავარ ბიბლიოთეკაში აგვისტოს ომის გმირის-ზურაბ ეფაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიება გახსნა მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა ბელა საღინაძემ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თვის დაღუპული გმირის შესახებ ისაუბრა სოფელ ჩხუტელის ზურაბ ეფაძის სახელობის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლემ მარიამ ჩაფრავამ.
დამსწრე საზოგადოების მიერ გაიმართა მსჯელობა აგვისტოს ომის შესახებ.
ღონისძიებას უძღვებოდნენ მარიამ საღინაძე და ანდრია ხაბულიანი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, მერის მოადგილეები-მამუკა ხიმშიაშვილი,რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავა, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე, სამხედრო პირები, ზურაბ ეფაძის მეგობრები.

სიახლეები