სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილეებთან- მამუკა ხიმშიაშვილთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ტერიტორიულ ერთეულებში მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, დეტალურად გაეცნენ სოფლებში არსებულ საჭიროებებს და გამოწვევებს, რაზედაც მოხდება შესაბამისი რეაგირება.
მხარის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა გასცეს კონკრეტული მითითებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

სიახლეები