სიახლეები
12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა
12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა.
ახალგაზრდობის დღესთან დაკავშირებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილესთან-რევაზ ახვლედიანთან ერთად, ერთიან ეროვნულ გამოცდებში, ლეჩხუმის მასშტაბით ყველაზე მაღალი შეფასების მქონე ანასტასია ღურჭუმალიძეს მერიაში უმასპინძლა.
,,გილოცავთ წარმატებას, შესანიშნავ საგამოცდო შედეგებს.მეც გულწრფელად ვუერთდები თქვენს დიდ სიხარულს და მომავალ წინსვლას გისურვებთ.დარწმუნებული ვარ, სტუდენტიც ასეთივე წარმატებული იქნებით და საუკეთესო სპეციალისტად ჩამოყალიბდებით. ყოველთვის იამაყებს ჩვენი კუთხე თქვენით.
თქვენთან ერთად ვულოცავ ყველა იმ ლეჩხუმელ ახალგაზრდას, რომლებიც სტუდენტობას ზეიმობენ.თქვენნაირი ადამიანები სჭირდება და ეიმედება ჩვენს სამშობლოს"-აღნიშნა ლევან ზალკალიანმა.
ანასტასია ღურჭუმალიძე ცაგერის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, იგი ძალიან აქტიური და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდაა.ანასტასიას მიზანი ექიმობაა.


