სიახლეები
სოფელ ორბელში დასრულების პროცესშია შიდა სასოფლო გზის მოწყობის სამუშაოები
სოფელ ორბელში დასრულების პროცესშია შიდა სასოფლო გზის მოწყობის სამუშაოები.
,,ლაშითავის უბანში" მიმდინარეობს რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა საავტომობილო გზაზე.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მერის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 320 678 ლარი.
სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება.


