სიახლეები

მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიური მოვლენების თაობაზე სამუშაო თათბირი გაიმართა

 ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის პირველი მოადგილის გიორგი მახათაძისა და საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი გუგავას ხელმძღვანელობით, ჩატარდა სამუშაო თათბირი მუნიციპალიტეტში 20 ივნისს მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად განხორციელებული ზარალის შესწავლის და მისი აღმოფხვრის მიზნით.
შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს მიეცათ დავალებები-ადგილზე შეისწავლონ საკითხი, დათვლილი იქნეს ზარალი. ამავდროულად ,განხორციელდეს სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების გაწმენდა.
პრობლემური საკითხი პარალელურად დაისმება სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინაშე მომავალში მისი გადაჭრის მიზნით.

სიახლეები