სიახლეები
ა/ა/იპ ფრენბურთის კლუბი ,,ცაგერის" ორგანიზებით ჩატარდა 2024 წლის მუნიციპალური პირველობა ფრენბურთში ვაჟთა გუნდებს შორის
ა/ა/იპ ფრენბურთის კლუბი ,,ცაგერის"(დირექტორი გია სილაგაძე) ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს მხარდაჭერით, ჩატარდა 2024 წლის მუნიციპალური პირველობა ფრენბურთში ვაჟთა გუნდებს შორის.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ცაგერის, სოფლების- დეხვირის, ზუბის, წიფერჩის,ლუხვანოს, ჭალისთავის გუნდებმა.
საინტერესო ასპარეზობის ფინალში ქალაქ ცაგერის გუნდმა 3:1 დაამარცხა სოფელ დეხვირის გუნდი და გახდა ჩემპიონი.
მეორე ადგილი დაიკავა დეხვირის, ხოლო მესამე-ზუბის გუნდმა.
გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ კლუბის მიერ დაწესებული თასი, ფულადი პრიზები და დიპლომები.
მერიის, საკრებულოს და ახალგაზრდული ცენტრის მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ფრენბურთელებს.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა მიშო ჭაბუკიანი (დეხვირი), საუკეთესო თავდამსხმელი თომა კალანდაძე (ცაგერი).
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე-გიორგი გუგავა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გიორგი კვირიკაშვილი.


