სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში მიმდინარეობს ჩამდინარე წყლის სისტემის (კანალიზაციის) და გამწმენდი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში მიმდინარეობს ჩამდინარე წყლის სისტემის (კანალიზაციის) და გამწმენდი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 401 964 ლარია.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მერის მოადგილებმა-მამუკა ხიმშიაშვილმა, რევაზ ახვლედიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალზედ მნიშვნელოვანია მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის.
სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.


