სიახლეები

საირმის სვეტებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

საირმის სვეტებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ეწყობა სავაჭრო ჯიხურები ადგილობრივი მეწარმეებისთვის,სველი წერტილები, არსებული ბილიკების გასწვრივ კი-მოაჯირები.
მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტი მერი ლევან ზალკალიანი, პირველი მოადგილე-მამუკა ხიმშიაშვილი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.
პროექტის ღირებულება 108 200 ლარია.
სამუშაოებს ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება(GIZ).
საირმის სვეტებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანია სოფელ საირმის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ასევე, ლეჩხუმის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებისთვის.

სიახლეები