სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბორში სადღესასწაულო წირვა აღევლინა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბორში სადღესასწაულო წირვა აღევლინა.
თაბორის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში წირვა აღავლინა ჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ.
მრევლთან ერთად ფერისცვალების სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავა.
ფერისცვალების დღესასწაულის მადლი ფარავდეს ლეჩხუმს და სრულიად საქართველოს.


