სიახლეები
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით, ამბროლაურის, ონის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მთავარ მიზანს მუნიციპალიტეტების მასშტაბით სხვადასხვა სფეროებში არსებული ვითარების გაცნობა წარმოადგენდა.
თათბირის მიმდინარეობისას, ყურადღება გამახვილდა ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე და დაიგეგმა ამ მხრივ, უმოკლეს პერიოდში, გასატარებელი ღონისძიებები. სახელმწიფო რწმუნებულმა მოისმინა დეტალური ინფორმაციები მიმდინარე პროცესებისა და სხვადასხვა სფეროში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და გაეცნო მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების მიერ წარმოდგენილ საქმიანობის ანგარიშს.
დეტალურად განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, მოხდა სამუშაოების მიმდინარეობის ხარვეზების იდენტიფიცირება და დაიგეგმა შემდგომი ღონისძიებები მათ აღმოსაფხვრელად.
სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მაღალი ხარისხით და ვადების დაცვით შესრულდეს. მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა- გუბერნატორისაგან კონკრეტული დავალებები მიიღეს.
მერებთან და საკერებულოს თავმჯდომარეებთან ერთად სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - ბერდია ჩანქსელიანი ,ალუდა თუთისანი, რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსი- ლევან ცხვედიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე-ილია კენჭაძე ესწრებოდნენ.


