სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებული საჯარო სკოლის მასწავლებლებთან შეხვედრას აგრძელებს

20 ივნისს, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ.აღვისა და სოფ.ზუბის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა.
რწმუნებული პედაგოგებს რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ ესაუბრა და მათ, რეგიონში მიმდინარე უპრეცენდენტოდ მასშტაბური პროექტები და მათი განხორციელების მნიშვნელობა გააცნო.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. პედაგოგებმა მათ სოფელში არსებულ პრობლემებზე ღიად ისაუბრეს და მათი გადაჭრის გზებზე რწმუნებულთან ერთად იმსჯელეს.
არჩილ ჯაფარიძე პედაგოგებს მთავრობის მიერ დაანონსებულ ახალ ინიციატივებზე ესაუბრა.
„თქვენთვის ცნობილია, რომ განათლების სფეროს ხელშეწყობა სახელმწიფომ პრიორიტეტად გამოაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, იწყება
მნიშვნელოვანი განათლების მასშტაბური რეფორმა, რომელიც ყოველწლიურად საქართველოს ბიუჯეტის მეოთხედის განათლების სექტორისკენ მიმართვას გულისხმობს.ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა- საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის ჯილდოს შეთავაზება.
საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი და შეუნარჩუნდეთ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.“ -აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.
რწმუნებულის შეხვედრები პედაგოგებთან გაგრძელდება და რეგიონის ყველა სკოლას მოიცავს.

სიახლეები