სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სარაგბო კლუბ- ‘’ამარანტების’’გაწეული სამუშაოს- ,ერთი წლის, ანგარიში წარადგინეს

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სარაგბო კლუბ- ‘’ამარანტების’’გაწეული სამუშაოს- ,ერთი წლის, ანგარიში წარადგინეს
ანგარიშის წარდგენას სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, მოადგილეებთან-ალუდა თუთისანთან, ბერდია ჩანქასელიანთან, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან და საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
მოგახსენებთ, რომ თავდაპირველად სარაგბო კლუბ ‘’ამარანტების’’ შემადგენლობაში 50-მდე ახალგაზრდა ირიცხებოდა, დღეის მდგომარეობით კი რეგიონის მასშტაბით კლუბში 264 ახალგაზრდა ირიცხება, რაც ძალიან დადებითი მაჩვენებელია.
2024 წელს რეგიონში ჩამოყალიბდა საფესტივალო რაგბის სამი ლოკაცია, რის საფუძველზეც რაჭა - ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი სარაგბო ფესტივალებზე ინდივიდუალური გუნდებით („რაჭველები“,“დათვები“,“ცეკური“) ყველა საფესტივალო ასაკობრივ ღონისძიებებზე იასპარეზებენ.
შეხვედრაზე მულტისპორტის შექმნის აუცილებლობაზეც იმსჯელეს, რაც ახალგაზრდებს ნებისმიერ ასაკში სპორტის სხვადასხვა სახეობებში შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას მისცემს. მულტისპორტული ღონისძიებების გამართვა უფრო სანახაობრივი და საინტერესო იქნება მაყურებლისათვის, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სპორტის პოპულარიზაციას და მეტი ახალგაზრდის ჩართვას აქტიურ სპორტში.
კლუბ ‘’ამარანტების’’ შექმნის მიზანი უპირველეს ყოვლისა -რაგბის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ეროვნული ნაკრებისთვის მომზადებას წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სარაგბო კლუბი-‘’ამარანტები’’ ერთი წელია, რაც დაფუძნდა და ამ პერიოდის განმავლობაში ბევრ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლებს- ანგარიშის წარდგენისათვის, გამოთქვა მზაობა სამომავლოდ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

სიახლეები