სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა შედგა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა შედგა.
დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი მეწარმეები და კონტრაქტორ კომპანია შ.პ.ს. ,,ჯეოექსპერტის" წარმომადგენლები, აღნიშნული კომპანია მიმდინარე წელს ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ასევე, მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მერის მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსი ლევან ცხვედიანი.
კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა ინფორმაცია წარმოადგინეს მათ მიერ შესრულებულ და შესასრულებელ სამუშაოებზე, დეტალურად განიხილეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არსებული მდგომარეობა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ სასოფლო საავტომობილო გზებთან დაკავშირებით, რომლებიც მალე უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში, თითოეული პროექტის განხორციელების ხარისხსა და ვადებზე.

სიახლეები