სიახლეები

ცაგერის სტადიონზე გაიმართა ზაფხულის ტრადიციული ტურნირი მინი- ფეხბურთში ცხენისწყლის ხეობის გუნდებს შორის

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის და ა(აიპ) საფეხბურთო კლუბის (დირექტორი პორფილე კოპალიანი) ორგანიზებით, ცაგერის სტადიონზე გაიმართა ზაფხულის ტრადიციული ტურნირი მინი- ფეხბურთში ცხენისწყლის ხეობის გუნდებს შორის.ასპარეზობაში მონაწილეობას იღებდნენ ქალაქ ცაგერის-2, სოფელ ქვედა ცაგერის -2, ჩხუტელის, ლასურიაშის, ჭალისთავის- სულ 7 გუნდი.
ოლიმპიური სისტემით ჩატარებული შეჯიბრების ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ცაგერის „ბაზრის უბანი“ და ქვედა ცაგერის „შტურმი“.
დაძაბულ საინტერესო ორთაბრძოლაში 4:0 დამსახურებულად გაიმარჯვა ,,ბაზრის უბნის" გუნდმა, რომელსაც გადაეცა გარდამავალი თასი, პირველი ხარისხის დიპლომი და ფულადი პრიზი.
მეორე ადგილზე გასულ ქვედა ცაგერის გუნდს გადაეცა ფულადი პრიზი და მეორე ხარისხის დიპლომი .
ახალგაზრდული ცენტრის მიერ დაწესებული პრიზი გადაეცა ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს გიორგი ყურაშვილს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე-მარიკა კოპალიანი, განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.
სპორტულ ღონისძიებას მხარი დაუჭირა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტმა ბექა ოშხერელმა.

სიახლეები