სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2024 წლის 26 აგვისტოს საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე ზაზა ყურაშვილი.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2024 წლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 ივნისის №17 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 12500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 89.03.21.054) სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.


