სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2024 წლის 29 აგვისტოს საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
მიღებულ იქნა დადგენილება:
-
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ.
მიღებულ იქნა განკარგულებები:
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ექვსი თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 12500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 89.03.21.054) სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2024 წლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 ივნისის №17 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
-
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცაგერის მუნიციპალიტეტში სააგიტაციო მასალების განთავსებისათვის ადგილების გამოყოფის შესახებ.
-
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიისათვის (აგიტაციისათვის) ცაგერის მუნიციპალიტეტში გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ.