სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ხიმშიაშვილმა სამუშაო თათბირი გამართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ხიმშიაშვილმა სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, განყოფილებების უფროსები.
თათბირზე განიხილეს მერიის სამსახურებში არსებული მდგომარეობა, სხვადასხვა სფეროებში დაგეგმილი და განსახორციელებელი აქტივობები.
მოისმინეს ინფორმაცია გაწეული სამუშაოების შესახებ. განიხილეს ინფრასტრუქტურული, სოციალური და კულტურული პროექტები, იმსჯელეს სხვადასხვა სახის გამოწვევებზე.
სამსახურების უფროსებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან მიიღეს დავალებები , დაისახა მომავალ კვირაში განსახორციელებელი აქტივობები.