სიახლეები
ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 27 კმ-იანი (კმ22-კმ49) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 27 კმ-იანი (კმ22-კმ49) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
სარეაბილიტაციო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს ‘’New Road’’, ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სრული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით გზაზე იგება ასფალტის საფარი, ეწყობა სანიაღვრე არხები, ხიდ-ბოგირები, საგზაო ნიშნები და ბეტონის პარაპეტები.
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი- გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებულთან- პაპუნა მარგველიძესთან, რწმუნებულის მოადგილესთან-ქრისტინა კობახიძესთან, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან-მამუკა ხიმშიაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან-ჭაბუკი ჭაბუკიანთან და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზა ემსახურება რაჭა-ლეჩხუმის მხარის რიონის ხეობის მოსახლეობას, რომელიც წარმოადგენს ქალაქ ქუთაისთან დამაკავშირებელ ერთადერთ უმოკლეს გზას, რაც დაახლოებით 40 წელია არ შეკეთებულა.