სიახლეები

მერის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ხიმშიაშვილმა სამუშაო თათბირი გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ხიმშიაშვილმა, მოადგილესთან, რევაზ ახვლედიანთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი მეწარმეები და მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში, ასევე, მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები.
კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა ინფორმაცია წარმოადგინეს მათ მიერ შესრულებულ და შესასრულებელ სამუშაოებზე, დეტალურად განიხილეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არსებული მდგომარეობა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ სასოფლო საავტომობილო გზებთან დაკავშირებით, რომლებიც მალე უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში, თითოეული პროექტის განხორციელების ხარისხსა და ვადებზე.

სიახლეები