სიახლეები
3 სექტემბერს სოფელ ზოგიშში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა სევერიან ისიანის განახლებული სახლ-მუზეუმი
3 სექტემბერს სოფელ ზოგიშში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა სევერიან ისიანის განახლებული სახლ-მუზეუმი.
დროთა განმავლობაში, მძიმე კლიმატური პირობების გამო, დაზიანდა მუზეუმის შენობა, ექსპოზიცია და არქივის ნაწილი.
2023 წელს, ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით, ჩატარდა სახლ-მუზეუმის შენობის აღდგენითი სამუშაოები. ამავე წელს ისტორიული მუზეუმის თანამშრომლების მიერ მოხდა სევერიან ისიანის არქივის დამუშავება, შესწავლა და გაციფრულება. მიმდინარე წელს დასრულდა სახლ-მუზეუმის ექსპოზიციის განახლების სამუშაოები.
განახლებული სახლ-მუზეუმის გახსნის ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ნატო ზაქარიაძემ, ისაუბრეს მუზეუმის თანამშრომლებმა, მოსწავლეებმა , ადგილობრივმა მცხოვრებლებმა წაიკითხეს ლექსები და მოკლე ჩანაწერები პოეტის შემოქმედებიდან. პოეტის ნათესავებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საინტერესო მოგონებები მისი ცხოვრებიდან და მოღვაწეობიდან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ხიმშიაშვილი, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე- მარიკა კოპალიანი, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაგდა ყურაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი. ადგილობრივი თვითმმართველობის, კულტურის სფეროს წარმომადგენლები.


