სიახლეები

,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ პროექტში გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით გაგზავნილი იყვნენ თურქეთში

,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ პროექტში ,,გაიცანი ევროპა, განავითარე შენი რეგიონი“ აქტიურად იყო ჩაბმული ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობა. განხორციელდა არაერთი ღონისძიება, ლეჩხუმის ტურისტული განვითარების მიზნით საუკეთესო პრეზენტაციებისათვის გამოვლენილი იქნა 2 სოციალურად აქტიური მოსწავლე: ნინი ხეცურიანი - ცაგერის საჯარო სკოლა და სალომე ომანაძე - ბარდნალის საჯარო სკოლა.
ეს ორი ახალგაზრდა მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით გაგზავნილი იყვნენ თურქეთში, ქალაქ კაბადოკიაში, სადაც 6 დღის განმავლობაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კულტურულ- საგანმანათლებლო აქტივობებში. ეს იყო ზღაპრული და ბედნიერი დღეები. 
ახალგაზრდები მადლობას უხდიან მუნიციპალიტეტის მერს ავთანდილ უგრეხელიძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი გუგავას, მერის მოადგილეებს დახმარებისა და მხარდაჭერისათვის.

სიახლეები