სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ხიმშიაშვილმა, მერის მოადგილესთან-რევაზ ახვლედიანთან ერთად, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი და მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ტერიტორიულ ერთეულებში მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, გაეცნენ სოფლებში არსებულ საჭიროებებს და გამოწვევებს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა გასცეს კონკრეტული მითითებები მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.