სიახლეები
საქართველოს პირველი არხი იწყებს ახალ მუსიკალურ კონკურსს “ხალხური”
საქართველოს პირველი არხი იწყებს ახალ მუსიკალურ კონკურსს “ხალხური”
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ხალხური სიმღერისა და ცეკვის მუნიციპალურ და თვითმოქმედ გუნდებს, საოჯახო ანსამბლებს და ასევე, ინდივიდუალურ შემსრულებლებს.
„ხალხურის“ რეპერტუარი შედგება ხალხური და ქალაქური სიმღერებისა და ცეკვებისგან.
პირველ შესარჩევ ეტაპზე (რეგიონებში) მონაწილეებს აქვთ თავისუფალი არჩევანი, წარმოადგინონ საუკეთესო მუსიკალური ნომერი.
მონაწილეთა ასაკი: 16 წლის ზემოთ
ბავშვების და მოზარდების მონაწილეობა დასაშვებია თუ ისინი საოჯახო ანსამბლების, შერეული ასაკის თვითმოქმედი გუნდების წევრები ან ინდივიდუალური შემსრულებლები არიან.
*კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ყველა მოქალაქეს
დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე +995 599 39 12 38