სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემრულებელი მამუკა ხიმშიაშვილი მუნიციპალიტეტში მოქმედ დაწესებულებათა ხელმძღვანელებს (ა/ა/იპ ) შეხვდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემრულებელი მამუკა ხიმშიაშვილი, მოადგილესთან- რევაზ ახვლედიანთან ერთად, მუნიციპალიტეტში მოქმედ დაწესებულებათა ხელმძღვანელებს (ა/ა/იპ ) შეხვდა.
სამუშაო თათბირზე განიხილეს სამსახურებში არსებული მდგომარეობა, სხვადასხვა სფეროებში დაგეგმილი და განსახორციელებელი აქტივობები.
მოისმინეს ინფორმაცია გაწეული სამუშაოების შესახებ. განიხილეს სფეროებში არსებული გამოწვევები და პრობლემები.იმსჯელეს სხვადასხვა საჭიროებებზე.
სამსახურების უფროსებმა ხელმძღვანელებისგან დავალებები მიიღეს და უახლოესი კვირების სამუშაო გეგმა დასახეს.