სიახლეები
ფონდ “აფხაზინტერკონტი“-ს მიერ 2024 წლის ივლისსა და აგვისტოში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში პრეზენტაციები და საინფორმაციო შეხვედრები განხორციელდა
ფონდ “აფხაზინტერკონტი“-ს მიერ 2024 წლის ივლისსა და აგვისტოში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში პრეზენტაციები და საინფორმაციო შეხვედრები განხორციელდა.
პროექტის სახელწოდებაა "სოფლად მაცხოვრებელი მოწყვლადი ჯგუფების შემოსავლების გენერირება ინოვაციური პროექტებისა და საარსებო წყაროების ეფექტური გამოყენებით იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში’’ .
პრეზენტაციები განხორციელდა ცაგერის მუნიციპალიტეტში, რომელსაც მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და სხვადასხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანია: ძნელად მისადგომ სამიზნე თემებში, ახალგაზრდების და სოფლად მცხოვრები ქალების შემოსავლების გენერირება, მათთვის გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა ეფექტური კომუნიკაციის, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების და დაფინანსების მოპოვების გზით.
პროექტის ამოცანები:
-- იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონების მოსახლეობის ძნელად მისაწვდომი ჯგუფების - ახალგაზრდების და სოფლად მცხოვრები ქალების შემოსავლების გენერირება;
-- გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობებით უზრუნველყოფა - ინფორმირებულობის, ეფექტიანი კომუნიკაციის, ახალი ტექნოლოგიების / ინსტრუმენტების გამოყენებით და დაფინანსების მოპოვების გზით;
- სოფლად, ადგილზე დასაქმების პერსპექტივის სტიმულირება და მიგრაციის შემცირება, ახალგაზრდების სოფლად დაბრუნების მოტივირება;
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის GIZ მიერ, პროექტის “EU4ITD – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი” ფარგლებში.
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ საკონკურსო პირობებს!
დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ შეიძლება იხილოთ ბმულზე: https://jobs.ge/ge/ads/?view=jobs&id=571076
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებმა პროექტით დაინტერესებულმა მცხოვრებლებმა, კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:
საკონტაქტო ინფორმაცია:
ჰუმანიტარული ინიციატივების და განვითარების ცენტრი (HIDC), ამბროლაური, დ. აღმაშენებლის ქ. #24, საკონტაქტო პირი: თეონა ცერცვაძე, ტელ: 598 24 47 89, E-mail: teotsertsvadze16@gmail.com