სიახლეები

9 სექტემბერს ქალაქ ონში გაიმართა სახალხო დღესასწაული ,,ონელობა"

9 სექტემბერს ქალაქ ონში გაიმართა სახალხო დღესასწაული ,,ონელობა", სადაც წარმოდგენილი გახლდათ ლეჩხუმი თავისი ეთნოგრაფიული კუთხით, მუსიკალური რეპერტუარით, ნორჩი მხატვრების ნამუშევრებით.
ლეჩხუმის ეთნოგრაფიული კუთხე დაათვალიერეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, მოადგილეებმა-ქრისტინა კობახიძემ, ალუდა თუთისანმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ : ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ხიმშიაშვილი, მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ხეცურიანი.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს მეზობელ კუთხეს-რაჭას ,,ონელობის" სახალხო დღესასწაულს!

სიახლეები