სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში მიმდინარეობს ჩამდინარე წყლის სისტემის (კანალიზაციის) და გამწმენდი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში მიმდინარეობს ჩამდინარე წყლის სისტემის (კანალიზაციის) და გამწმენდი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 401 964 ლარია.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ხიმშიაშვილმა, მერის მოადგილემ- რევაზ ახვლედიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალზედ მნიშვნელოვანია მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის.
სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერის ბოლოს უნდა დასრულდეს.


