სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებული ცაგერში პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო

25 ივნისს, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან გიორგი მახათაძესთან და მიხეილ მეშველიანთან ერთად, ცაგერში პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
რწმუნებულმა კეჭნარის სკვერის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის სახელშეკრულებო თანხაა- 
754 920ლარი.
მიმდინარეობს ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
სახელშეკრულებო თანხაა 105 000ლარი.
სტიქიით დაზიანებული გზების რეაბილიტაციის თანხებით სოფ.ქვედა ცაგერში (ასევე სოფლებში)მიმდინარეობს ბეტონის საფარიანი გზის მოწყობის სამუშაოები.
საერთო თანხა 137 890ლარი.
ქ.ცაგერში თავისუფლების ქუჩის ჩიხში მდებარე "ლომის წყლის" ნაგებობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.
სახელშეკრულებო თანხაა- 20 553ლარი.
ცაგერის ქუჩების ასფალტირება-
1 305 000ლარი.

სიახლეები