სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში დასრულდა შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში დასრულდა შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.
,,ლაშითავის უბანში" მოეწყო რკინა-ბეტონის საფარი საავტომობილო გზაზე.
შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების და კოორდინირების სამსახურის უფროსმა ლევან ცხვედიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ხიმშიაშვილმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა, ორბელის თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში-გივი გოგებაშვილმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 320 678 ლარი.
რეაბილიტირებული გზა უკვე შევიდა ექსპლუატაცაიაში.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან განხორციელდა.


