სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღების დირექტორებს შეხვდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღების დირექტორებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდა სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა ბურჯალიანი.
მერის მოადგილე გაეცნო საბავშვო დაწესებულებებში არსებულ არსებულ მდგომარეობას, სამუშაო პირობებს, გამოწვევებს.
მუნიციპალიტეტში არსებული თხუთმეტივე საბავშვო ბაღი სასწავლო პროცესისთვის სრულ მზადყოფნაშია და ახალ სასწავლო წელს 16 სექტემბერს დაიწყებს.


