სიახლეები
დღეს სწავლა განახლდა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
დღეს სწავლა განახლდა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ვულოცავ ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების,წმიდა ილია მართლის გიმნაზიის მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
სასკოლო განათლება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ამიტომ, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები დადებითად უნდა აისახოს მოსწავლეებზეც და პედაგოგებზეც.
ჩვენი სკოლების და პედაგოგების წარმატებული მუშაობის შედეგია ის, რომ ლეჩხუმელი აბიტურიენტები ყოველთვის წარმატებულ შედეგს აღწევენ და ვამაყობთ მათი შედეგებით ერთიან ეროვნულ გამოცდებში.
მინდა მივულოცო სტუდენტებს, განსაკუთრებით მათ, რომლებმაც წელს პირველად შეაბიჯეს უმაღლეს სასწავლებლებში, ვულოცავ პირველკლასელებს, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს, პედაგოგ-აღმზრდელებს, მშობლებს.წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ თითოეულს.
დღეს დღესასწაულია და მიიღეთ გულწრფელი მილოცვა ჩემგან, საუკეთესო სურვილებით.
პატივისცემით,
მამუკა ხიმშიაშვილი,
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი.


