სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, დღეს სწავლა განახლდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, დღეს სწავლა განახლდა.
ქვედა ცაგერის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს, განსაკუთრებით პირველკლასელებს, სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ხიმშიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა პირველკლასელებს განათლების სამინისტროს მიერ საჩუქრად გამოგზავნილი კომპიუტერები, დირექტორთან-ნათია კოპალიანთან ერთად გადასცეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები სასწავლო წლის დაწყებას ულოცავენ ლეჩხუმის თითოეული სასწავლებლის მოსწავლეს, მათ პედაგოგებს და წარმატებულ, ნაყოფიერ წელიწადს უსურვებენ.

სიახლეები